გორის მერია - გორში 18 ახალი სკვერი მოეწყობა

მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტს 18 ახალი სკვერი შეემატება. მათ შორის ერთი ადგილობრივი ბიუჯეტით, ოთხი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის და ცამეტი სკვერი კი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში კეთილმოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

„ამ ეტაპზე დასრულებულია ცამეტი (ახალუბანი, ჯარიაშენი, ქვემო ნიქოზი, პატარა ხურვალეთი, არაშენდა, საქაშეთის დევნილთა დასახლება, მარანა, ფლაფისმანი, უფლისციხე, ქვემო არცევი, გალუსტაშვილის ქუჩა, ზუბალაშვილების ქუჩა N62 - ის მიმდებარედ, ვერხვების დევნილთა დასახლება), მიმდინარეობს ერთი (გორი, ფერაძის ქუჩა) და იგეგმება ოთხი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია (მშვიდობის N27 -სა და N29 კორპუსებს შორის, რომელაშვილისა და მუსხელიშვილის ქუჩების მიმდებარედ, სტალინის გამზირი N33 - ის მიმდებარედ, სტალინის გამზირი N29 - ის მიმდებარედ). სამუშაოებისთვის ჯამში 422 129 ლარი გაიხარჯება.

აღნიშნული სკვერების მოწყობა - რეაბილიტაცია ადგილობრივების ინიციატივით დაიგეგმა. მოსახლეობამ პრიორიტეტული პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შეარჩია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი