„ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაცია, აჭარის უმაღლესი საბჭოს  „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონი დაკავების ფაქტს აპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონი დაკავების ფაქტს აპროტესტებენ. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ასმათ დიასამიძემ განაცხადა, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა და დეპუტატი არადამიანურ პირობებში იმყოფებიდა.

ასმათ დიასამიძე, სახალხო დამცველსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, რომ ელგუჯა ბაგრატიონის დაკავების ფაქტი შეისწავლონ.

„დაკავების დროს და შემდეგ, პატიმრობის დროს ელგუჯა ბაგრატიონი იმყოფებოდა არაადამიანურ პირობებში. მოხდა მისი უფლებების დარღვევა, ამდენად, მოვუწოდებ ხელისუფლებას, სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, შეისწავლონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ფაქტზე“, - განაცხადა ასმათ დიასამიძემ.

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ბაგრატიონი თბილისში აქციის დაშლის დროს დააკავეს. მას სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, 12- დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო