ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე გამართულ სამდღიან ტრენინგში გარემოს დაცვის სამინისტროს ოცდაათამდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა

ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული სწავლების თანამედროვე სისტემებისა და მეთოდების საკითხებში გამართულ სამდღიან ტრენინგში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ოცდაათამდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ტრენინგი ევროკავშირის ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პროგრამის ENPARD ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული იყო საერთაშორისო კომპანია Price water house Coopers Georgia.

ტრენინგის მონაწილეებმა მაღალი კლასის პროფესიონალების დაინტერესებისა და სამსახურში შენარჩუნების გზები განიხილეს და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის როლზე იმსჯელეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის რეფორმას. ჩვენი სამინისტროსთვის სწავლება და განვითარება საორგანიზაციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და არა ერთჯერადი აქტივობა. ჩვენი თანამშრომლების მოლოდინია, რომ სამინისტრო მისცემთ მათ უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა საქართველოს სოფლის განვითარების უფრო ფართო ხელშეწყობის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირი, UNDP-თან თანამშრომლობით ახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მხრივ ძირითადი ეროვნული პარტნიორია. ის სათავეში უდგას საქართველოს მთავრობის კონსოლიდირებულ ძალისხმევას სოფლის განვითარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება,

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას