ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის ქართველ კურსანტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუანტიკოში, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტს ესტუმრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ის ქართველი ოფიცრები მოინახულა, რომლებიც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტში სამეთაურო-საშტაბო და მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსებს გადიან. თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს წარმატება უსურვა და აშშ-ს სამხედრო სასწავლებელში განათლების მიღების მნიშვნელობას გაუხვა ხაზი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, უწყების ხელმძღვანელი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მეთაურს, ბრიგადის გენერალს ჯეი ბარგერონს შეხვდა, რომლემაც ირაკლი ღარიბაშვილს საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობასა და ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველოს კონტრიბუციაზე.

ამერიკელ გენერალთან საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ 27-წლიან წარმატებულ თანამშრომლობას და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობას, რომელსაც ხელს თავდაცვის მინისტრი პენტაგონში მოაწერს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა