შოტლანდიის ყოფილი პრემიერი, რომელსაც 14, მათ შორის უმეტესად სექსუალური სახის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ, სასამართლოს წინაშე წარსდგა

შოტლანდიის ყოფილი პრემიერი, ალექს სალმონდი, რომელიც ბრალდებები მძიმე სექსუალური დანაშაულისთვის აქვს წაყენებული, შოტლანდიის სასამართლოს წინაშე წარსდგა.

სალმონდს 14 დანაშაულის ჩადენას ედავებიან, მათ შორისაა ორი გაუპატიურების მცდელობის, ცხრა სექსუალური ძალადობის, ორი თავდასხმის და ერთიც- მშვიდობის დარღვევის საქმეები.

ყოფილი პრემიერი ყველა ბრალდებას უარყოფს.

„დღეს ბევრის თქმის უფლება არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი დაცვის განცხადება სასამართლოში. არც ერთ ბრალდებას არ ვაღიარებ. ჩვენ ვართ საარჩევნო კამპანიის შუაგულში და არ ვაპირებ იმის თქმას, რაც გავლენას მოახდენს ამ პროცესზე, ”- განაცხადა სალმონდმა.

სალმონდის საქმეზე პირველი მოსმენა ედინბურგის სასამართლომ იანვარში გამართა. მის წინააღმდეგ ჩვენება სექსუალური ძალადობის და გაუპატიურების მცდელობის საქმეზე ჯამში ათზე მეტმა ქალმა მისცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა