პოლიციამ „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა

პოლიციამ „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა. პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა, სწორედ ამის გამო დაიწყო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება, რაც აქციის 3 მონაწილის დაკავებით დასრულდა.

„სრულიად უკანონოდ დააკავეს მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი. მათ შორის ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია. მათ პოლიციელებმა უკანონოდ აღუკვეთეს გამოხატვის თავისუფლება და ჩვენი მოძრაობის წევრების უკანონო დაკავება არავის არ შერჩება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ შევცვლით ამ პრობლემას, რაც არის „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი",-განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს" წევრმა, ტიტე გედენიძემ.

შეგახსენებთ, მოძრაობა „შეცვალეს" წევრები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბიძინა ივანიშვილს ყველგან მიაკითხავენ, სადაც იქნება და დისკომფორტს შეუქმნიან.

ისინი სკანდირებდნენ: „მონებო" და „შეცვალე".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა