სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

მათივე შეფასებით, საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლება.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები“, - აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ საქართველოს მოქალაქეების სატელეფონო საუბრების სტენოგრამას აქვეყნებს. მასალა, რომელიც სააგენტო „რესმა“ გაავრცელა, ეხება, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის პირად საუბრებსა და მონაცემებს.როგორც დე-ფაქტო უწყება იტყობინება, ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ „საზღვრის გადალახვა“ კარგად დაგეგმილი იყო.„ნოემბრის დასაწყისში, ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა საგარეო ვიზიტით ბალტიის ქვეყნებში, მათ შორის ესტონეთში. 4 ნოემბერს, ვ. გაფრინდაშვილი დაბრუნდა თბილისში, სადაც 5 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე მიიღო პაციენტები „მედიქლაბ-ჯორჯიაში“. 6 ნოემბერს, გაფრინდაშვილის სოლო პაკეტის ფარგლებში „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე დაერიცხა 21 000 ლარი. 8 ნოემბერს ვ. გაფრინდაშვილი თავის კლიენტებთან საუბარში თქვა, რომ იგი თბილისში არ იქნებოდა შაბათს და კვირას და რომ იგი ორშაბათს, 11 საათამდე პაციენტებს ვერ მიიღებდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.სტატიაში ასევე მოცემულია სტენოგრამა, რომელიც დე-ფაქტო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ