იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა აბაშაში საკონსულტაციო შეხვედრები გამართა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტრეპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, კუპრაშვილმა მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ სოფლის რწმუნებულებსა და ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი პროექტები გააცნო და კიდევ ერთხელ ისაუბრა სამსახურის სერვისების შესახებ. აბაშაში, ისე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, აქტუალურია მიწის რეგისტრაციისა და მემკვიდრეობის საკითხები.

„მოგვიანებით, დირექტორი სახლში ეწვია პენსიონერ ბენეფიციარს იროდი ბიწაძეს, რომელსაც მამაპაპისეული მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. აღნიშნულ საქმეში მას დახმარებას გაუწევს სამსახურის ადმინისტრაცია.

უახლოეს პერიოდში იურიდიული დახმარების სამსახური აბაშაში საკონსულტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს. მანამდე კი აბაშელებს უფასო იურიდიული დახმარების მიღება უახლოეს, ფოთის ბიუროში შეუძლიათ.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი აბაშას მოადგილესთან, სულხან გველესიანთან, ფოთის ბიუროს წარმომადგენლებთან და სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად სტუმრობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა