მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. „ლელოს“ წევრებს სიმბოლურად, ხელები ყვითელი შარფებით აქვთ შეკრული. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ისინი აქციაზე დაკავებულების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

მისი ინფორმაციით, სასამართლოში გუშინდელი ხმაური უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ რამდენიმე მოსამართლემ მათი საქმის განხილვაზე უარი თქვა. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ, პასუხს აგებენ კანონის წინაშე და „ისინი „ლელოსთან“ ვერ „დაალაგებენ“ ისე, როგორც ეს "ქართულ ოცნებასთან" გააკეთეს.

„სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს! ახლა ჩვენ ვიმყოფებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და როგორც ხედავთ, აქ არის სიმშვიდე, თითქოს არაფერი მომხდარა. გასუსულები არიან, თითქოს ეს არ არის ის უწყება, რომლებმაც გუშინ თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები დაატყვევა ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე. მორიგჯერ სასამართლოს ხელით განხორციელდა პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაცია, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ დღეს მოვედით აქ იმიტომ, რომ დავარღვიოთ ეს სიჩუმე. არ გეგონოთ, რომ ამ კომფორტში შეძლებთ გააგრძელოთ ადამიანების დატყვევება, პოლიტიკური დაკვეთების შესრულება და ამ ქვეყნის დანგრევა. წლებია თქვენ ემსახურებით პოლიტიკურ ინტერესებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ არეულობა გუშინ იმიტომაც იყო, რომ რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა, ეს საქმეები განეხილა და ახლა სისტემა არის კრიზისში, იმიტომ, რომ არ იცის, როგორ იპოვოს მორიგი მონა, რომელიც დაატყვევებს ახალ პარტიას, ახალ ჯგუფს, იმ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვის სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის, თავისუფალი ქვეყნისთვის.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დღეს მოვიდა იმისთვის, რომ პოლიტიკურ პატიმრებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ, გვინდა ვუთხრათ, ნუ გექნებათ იმედი, რომ არჩევნების შემდეგ ისევ დაალაგებთ სიტუაციას და დარჩებით სასამართლო ხელისუფლებაში. პირობას გაძლევთ, „ლელოსთან“ ვერ დაალაგებთ, განსხვავებით „ქართულ ოცნებისგან“ ჩვენ მემკვიდრეობით არ გადმოვიბარებთ სასამართლო კლანს. მოგიწევთ კანონის წინაშე, სამართლიანი სასამართლოს წინაშე, პასუხი აგოთ თქვენს მიერ ჩადენილი უკანონობისთვის და პოლიტიკური დაკვეთებისთვის. პოლიტიკური რევანში არ იქნება, მაგრამ ყველას მოუწევს კანონის და სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ