წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში ახალი სკოლა აშენდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში ახალი სკოლა აშენდება. ინფორმაცია მასწავლებლებს და მოსწავლეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ, წალენჯიხის მერთან ერთად გააცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, საბაზო სკოლის პროექტირება უკვე დასრულების ეტაპზეა, ახალი წლიდან კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბაზო სკოლა 60 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი. პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.

კანთის სკოლა 2011 წელს დაიწვა და მას შემდეგ სასწავლო პროცესი სოფელში არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო მაღაზიაში მიმდინარეობს. სკოლაში ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო მშობლებმა მოსწავლეები ახლომდებარე სკოლებში გადაიყვანეს, რის გამოც ამჟამად კანთის სკოლაში მხოლოდ 3 მოსწავლე სწავლობს. სკოლის არ არსებობა სოფელიდან მიგრაციას უწყობდა ხელს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო