რუსთავის 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის (USAID) რუსთავის ოფისში, 2020 წლის რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას, 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა. ადგილობრივი ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძემ და რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, მერის მოადგილეები - ბესიკ ტოგონიძე და გოჩა ლორია, მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა სფეროსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტის, როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილი 46 306 004 ლარითაა განსაზღვრული, პრიორიტეტული კი სოციალური, ჯანდაცვის, სკოლამდელი აღზრდის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის სფერეოების დაფინანსება იქნება.

რუსთავის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოქალაქეების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მედია საშუალებების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო