ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება სლოგანით:  "ანტიბიოტიკების მომავალი დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 22 ნოემბერს ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სლოგანით: "ანტიბიოტიკების მომავალი დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე!".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პიები. ასევე, კლინიცისტები და დარგის ექსპერტები.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2019 წლის 18-24 ნოემბერს აღნიშნავს, ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს, რომელიც მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისაკენ. საქართველოში კვირეული 2016 წლიდან აღინიშნება და აგრძელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივას ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის კვირეულის შესახებ.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავრცელების შეკავებისა და მსოფლიო გამოწვევების კვალდაკვალ საქართველოში: მიმდინარეობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის დანერგვა; სამედიცინო სტაციონარულ დაწესებულებებში მიმდინარეობს ინფექციების კონტროლის სისტემისა და ანტიმიკრობული პრეპარატების მართვის პოლიტიკის შეფასება და მონიტორინგი; საავადმყოფოებში გრძელდება ინფექციების პრევენციისა და კონტროლის თანამედროვე პრინციპების დანერგვა; ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის მექანიზმის ფონოტიპური და გენეტიკური დადასტურება; 2017 წლიდან მიმდინარეობს ამრ მონაცემების (დაახლოებით 200 კლინიკიდან) შეგროვება-დამუშვება CAESAR-ის ქსელისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიება 22 ნოემბერს, 15:00 საათზე დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა