ეკა ბესელია - შეშინებული პოლიტიკოსი მე არ მომწონს, ვისაც ახლა ეშინია ქუჩაში დგომის, მგონია, რომ გარკვეული სტერეოტიპების ქვეშ ხვდება

შეშინებული პოლიტიკოსი მე არ მომწონს, ვისაც ახლა ეშინია ქუჩაში დგომის, მგონია, რომ გარკვეული სტერეოტიპების ქვეშხვდება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გედევან ფოფხაძეს ან ლევან გოგიჩაიშვილს ხომ არ გულისხმობს შეშინებულ ადამიანებში, რომლებსაც სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსი მოთხოვნები აქვთ, თუმცა, მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით არ უნდა იდგნენ, ეკა ბესელია პასუხობს, რომ გედევან ფოფხაძე აქციაზე იმყოფებოდა და არ ჰგონია, მისი კოლეგა ასე ფიქრობდეს.

„გედევანი მე მინახავს ქუჩაში, მე არ მგონია, მას ეშინოდეს, მაგრამ ვისაც ეშინია, ზოგადად ვამბობ. პირველი, რაც მინდა გითხრათ, არ მომწონს შეშინებული პოლიტიკოსი და ამაში თუ ჩემს თავს გამოვიჭერ, რომ შემეშინდა, ან ფოტოზე ვინმე არ გამოჩნდეს, მე არ ვარ ისეთი ტიპის ქალი, მგონი გამიცნო საზოგადოებამ, რომ ასეთი რამეების კი არა, უფრო დიდი რამეების არ შემშინებია და კადრი ვიღაცასთან არ გამოვჩნდე და ამის გამო დავიმალო, არასდროს დავმალულვარ, ამიტომ როცა ასეთ რამეს მეუბნებიან, კეთილად მეღიმება,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა