საქართველოს წამყვანმა ინგლისურენოვანმა ტურისტულმა პლატფორმა  WHERE.ge-მ  წარმატებული სამწლიანი ისტორია პარტნიორებთან და მკითხველებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს წამყვანმა ინგლისურენოვანმა ტურისტულმა გზამკვლევმა და ელექტრონულმა პლატფორმა WHERE.ge-მ წარმატებული სამწლიანი ისტორია პარტნიორებთან და მკითხველებთან ერთად აღნიშნა, რომლის ფარგლებში, სასტუმრო Windham Grand Tbilisi -ში, ტურისტული დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი სწორედ WHERE.ge იყო.

ჟურნალის WHERE.ge რუბრიკების მიხედვით დაწესებულ 5 ნომინაციაში, მკითხველის მიერ ყველაზე ხშირად რეკომენდირებული ტურისტული ობიექტები გამოვლინდნენ. მათ შორის, ხმათა თანაბარი რაოდენობით, ნომინაციაში WHERE TO GO, დაჯილდოვდნენ: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო.

როგორც WHERE.ge -ს გამომცემელმა, გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, დღევანდელ დაჯილდოებაზე ყველაზე ხშირად დასახელებული და რეკომენდირებული ტურისტული ობიექტები დაჯილდოვდნენ და ეს მისი აზრით, დიდი სტიმული იქნება მათთვის, რომ უფრო განვითარდნენ და უფრო ხარისხიანი მომსახურება შესთავაზონ უცხოელ ტურისტებს საქართველოში.

„სამ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავაარსეთ ინგლისურენოვანი გზამკვლევი WHERE.ge, რომლის მთავარი მისია და მიზანია, რომ მიაწოდოს ტურისტებს პრაქტიკული ინფორმაცია ინგლისურ ენაზე საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ. ჩვენ დღეს აღვნიშნეთ WHERE.ge- ს წარმატებული სამწლიანი ისტორია ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მკითხველებთან ერთად და რაც მთავარია, ვაჯილდოვებთ ყველაზე წარმატებულ კომპანიებს. ყველაზე ხშირად დასახელებული და რეკომენდირებულ ტურისტული ობიექტები დავაჯილდოვეთ, რაც ჩემი აზრით, იქნება ძალიან დიდი სტიმული მათთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდნენ და კიდევ უფრო ხარისხიანი და მომსახურება შესთავაზონ უცხოელ ტურისტებს საქართველოში“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ამასთან, ნომინაციაში - WHERE TO STAY, დაჯილდოვდა სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“, ნომინაციაში - WHERE TO EAT , დაჯილდოვდა რესტორნების ქსელი „წისქვილი ჯგუფი“ , ნომინაციაში- WHERE TO DRINK –, დაჯილდოვდა ღვინის მაღაზიათა ქსელი „8000 მოსავალი“ , ნომინაციაში - WHERE TO BUY , დაჯილდოვდა გალერეა „დავით კაკაბაძე და ფოკანი“.

როგორც ნომინაცია WHERE TO EAT-ის გამარჯვებული რესტორნების ქსელი „წისქვილი ჯგუფი“-ის ივენთების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოფო გორდაძემ განაცხადა, „წისქვილი ჯგუფი“ 19 წლის განმავლობაში ხარისხს რომ ინარჩუნებს, მისი კოლეგების დიდი შრომის შედეგია.

„ 19 წლის არის „წისქვილი ჯგუფი“ და ძალიან ბევრი ადამიანის ძალიან დიდი შრომის შედეგია, რომ ამდენი ხანია ინარჩუნებს ხარისხს, ამიტომ ყველა ჩემ კოლეგას დიდი პატივისცემა ჩემგან“, - განაცხადა სოფო გორდაძემ.

აღსანიშნავია, რომ სტუმრების წინაშე მინი სპექტაკლით წარსდგა პოპულარული მიუზიკლი Welcome to Georgia, რომლის კოლექტივმაც WHERE.ge-სგან სპეციალური ჯილდო მიიღო.

როგორც მსახიობმა და ქორეოგრაფმა, არჩილ სოლოღაშვილმა განაცხადა, სასიხარულოა ჯილდოს მიღება, რადგან მიუზიკლის ჩვენებით ქვეყნის კულტურისთვის კარგ საქმეს აკეთებენ და სასიამოვნოა, როცა ეს ფასდება.

„ეს იყო სპეციალური ჯილდო, რომელსაც საერთოდ არ ველოდებოდით. სიმართლე გითხრათ, ძალიან გახარებულები ვართ, იმიტომ რომ ვთვლით, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი კულტურისთვის და სასიამოვნოა, როცა ეს დაფასებულია. დიდი პასუხისმგებლობაა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. მე ბედნიერი ვარ, რომ პატარა წვლილი შეტანილი მაქვს ამ მიუზიკლის არსებობაში. ვარ ქორეოგრაფი და რეჟისორი. ამ სპექტაკლზე მაყურებელს 2 საათის განმავლობაში შეუძლია ზუსტად ის მნიშვნელოვანი მახასიათებლები გაიგოს საქართველოს შესახებ, რითიც ჩვენ ვამაყობთ“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

ამასთან, საგულისხმოა, რომ WHERE.ge-ს ღონისძიებას უნიკალური ქართული ღვინით „კარდანახის ღვინის ქარხანა N1“ გაუმასპინძლდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობისა და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, WHERE.ge ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2017 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში „ტურისტული მიმართულების საუკეთესო მარკეტინგული კამპანია“. მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ტურისტების კვალიფიციურად ინფორმირებაა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა