არმაზ ახვლედიანი - აჭარის ტელევიზია, ივანიშვილს ასე მწარედ რომ გაეჩხირა ყელში, „მეოცნებეთა” გადამწყვეტი შტურმის მოლოდინშია - ესაა ბრძოლა წესების გარეშე!

აჭარის ტელევიზია, ივანიშვილს ასე მწარედ რომ გაეჩხირა ყელში, „მეოცნებეთა” გადამწყვეტი შტურმის მოლოდინშია, ესაა ბრძოლა წესების გარეშე! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აჭარის ტელევიზიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ახვლედიანი მიმართავს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, სახალხო დამცველს და პოლიტიკურ პარტიებს, რომ „არ დაუშვან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამონება“.

„არ დავუშვათ აჭარის ტელევიზიის დამონება! აჭარის ტელევიზია, ივანიშვილს ასე მწარედ რომ გაეჩხირა ყელში, „მეოცნებეთა” გადამწყვეტი შტურმის მოლოდინშია! ესაა ბრძოლა წესების გარეშე! დღისით-მზისით, მოძალადე ხელისუფლება მიზანმიმართულად ანადგურებს თანამედროვე დამოუკიდებელი და დემოკრატიული მედიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კუნძულს! მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც მედიის და, შესაბამისად, ქვეყნის თავისუფლება გააზრებული არჩევანია, ხმა ავიმაღლოთ აჭარის ტელევიზიის დასაცავად, გამოვიხსნათ იგი „ოცნების” მარწუხებისგან! მივმართავ აშშ-ს, ევროკავშირის (წევრი ქვეყნების), ევროპის საბჭოს და ეუთოს წარმომადგენლებს საქართველოში, დამოუკიდებელ მედიას, სახალხო დამცველს, პარტიებს,საზოგადოებას, ყველა ბათუმელს, არ დავუშვათ ჩვენი საამაყო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამონება!

გამაგრდით, ძვირფასო, მამაცო ჟურნალისტებო! თქვენ ხომ ახლა არამარტო ერთი ინსტიტუტის დამოუკიდებლობას და ღირსებას იცავთ, თქვენ ეხიდებით მთელი ქვეყნის დემოკრატიულ, თავისუფალ მომავალს, რომლის მაგისტრალური ხაზი დღეს, ცხინვალში უკანონოდ დაპატიმრებულ გმირ ექიმზე, თბილისში მომიტინგე მამაც, საამაყო აქტივისტებსა და ბათუმში თქვენს გამბედაობაზე გადის“,- წერს სოციალურ ქსელში არმაზ ახვლედიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა