აჭარის უმაღლეს საბჭოს შენობასთან ხმაური იყო

აჭარის უმაღლეს საბჭოს შენობასთან ხმაური იყო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ელგუჯა ბაგრატიონს. მათი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უკანონოდ არის დაკავებული და იგი მშვიდობიან აქციაში ღებულობდა მონაწილეობას.

აქციის მონაწილეები სიტყვიერად აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. სიტუაცია სამართალდამცავებმა მალევე განმუხტეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის კარის „დაბოქლომებას“ გეგმავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საკანონმდებლო ორგანომ ელგუჯა ბაგრატიონის დაკავების ფაქტზე რეაგირება მოახდინოს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი თბილისში, აქციის დაშლისას დააკავეს, მას 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს