სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენის ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენის Agro/Food/Drink/Tech/Expo 2019 ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე გაანალიზდა ის მიღწევები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სეგმენტში გვაქვს. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რაც ფერმერებს აქვთ. მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამები, რომელთა განხორციელებაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლისათვის აქვს დაგეგმილი, სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი სოფლისა და სოფლის მეურნეობის წინაშე დგას. აღსანიშნავია, რომ ასეთ ფორმატში ფერმერებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია საჭიროებების სწორად განსაზღვრისთვის და ეფექტიანი კომუნიკაციის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„წელს, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა მეცხრამეტედ იმართება და მასში 15 ქვეყნის 100-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, ასევე, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა