კასპში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ბიუროსთან „ევროპული საქართველოს“ წევრებმა აქცია გამართეს

კასპში, ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ბიუროა განთავსებული, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები შენობის კარზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

„ეს იყო მშვიდობიანი აქცია. ჩვენ ვაპროტესტებთ პარლამენტის დეპუტატების იმ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდეს. ვგეგმავდით კარის სახელურზე ბოქლომის დადებას, რომ პროტესტი ამ ფორმით გამოგვეხატა, თუმცა, შენობასთან დაგვახვედრეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, სამართალდამცავები და არ მოგვცეს საშუალება, რომ პროტესტი ამ ფორმით გამოგვეხატა“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ევროპული საქართველოს“ კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა.

აქციები გაიმართა ხაშურსა და ქარელშიც, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების - სიმონ ნოზაძისა და გიორგი თოთლაძის ბიუროებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა