არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და მომავალშიც ექნება სახელმწიფოს ამაზე რეაქცია

ვერანაირი სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ვერ მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტი აგრძელებს თავის საქმიანობას.

ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და გამჭვირვალედ.

„ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, არჩევანს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს 2020 წლის არჩევნებში. ამიტომ მოვუწოდებ ოპოზიციის იმ დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაც არის, როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად, ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების. ეს ცდება, მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და მომავალშიც ექნება სახელმწიფოს ამაზე რეაქცია. პარლამენტი აგრძელებს თავის საქმიანობას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა