„ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ქუთაისში, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გიგა შუშანიას კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს

დაპირისპირების შემდეგ, „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ქუთაისში, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გიგა შუშანიას კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს.

ცოცხებზე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძის და ელენე ხოშტარიას ფოტოები არის გაკრული.

შეგახსენებთ, ხმაური მოყვა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადების მცდელობას. მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძაობის" და „ევროპული საქართველოს" წევრებს კარის „დაბოქლომების“ საშუალება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა