ახალციხე - ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ახალციხე - ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა.