22-23 ნოემბერს თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება

თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკის ფორუმი იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ღონისძიება დღეს, 14:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტში“ ექსპერტთა დახურული სამუშაო შეხვედრით გაიხსნება. მათივე ცნობით, 23 ნოემბერს საპანელო დისკუსიები Expo Georgia-ს III პავილიონში განახლდება, რომელზე დასწრებასაც ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ამ დღის მთავარი თემები იქნება არტისტის შემოქმედების და აუდიტორიის განვითარება, ტურიზმი და ფესტივალები, კულტურული გაცვლის შესაძლებლობები და ფორმატები, მუსიკის ექსპორტი.

„მუსიკალურ ფორუმს ევროპის მუსიკალურ წრეებში სახელგანთქმული პროფესიონალები ეწვევიან. მათ შორის არის ბილბრაგინი, აბუ-დაბიში NYU-ს ხელოვნების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და globalFEST-ის თანადამფუძნებელი. New York Times ბრაგინს საშემსრულებლო მუსიკალური ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას უწოდებს. ასევე, რულვანჰუკი - BOZAR-ის (ხელოვნების ცნობილი ცენტრი ბრიუსელში) მუსიკალური პროგრამების დირექტორი და ფრანჩესკაჩერეტანი - ევროპის ჯაზგაერთიანების კოორდინატორი.

ღონისძიების მიზანია საქართველოში მუსიკის ინდუსტრიის განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. ფორუმი ტარდება პრომოუტერების, საკონცერტო სივრცეების მენეჯერების, მუსიკოსების, არტისტმენეჯერების, პროდიუსერების, ფესტივალების ორგანიზატორებისა და მუსიკის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისათვის. ქართველი და უცხოელი სპიკერები ერთად განიხილავენ მუსიკალური ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარს, გამოწვევებსა და მიღწევებს. ორივე დღეს, საღამოს 8 საათიდან ფორუმის შოუქეისი და კონცერტი ჯაზკლუბ Singer-ში გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია Kavkaz Jazz ფესტივალი. საორგანიზაციო ჯგუფმა ფესტივალის 10 წლის იუბილეზე გადაწყვიტა მსმენელსა დასამხრეთ კავკასიაში მუსიკის ინდუსტრიის განვითარების მსურველებს ახალი ფორმატის ღონისძიება შესთავაზოს, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილოს ლოკალური გამოწვევები თუ შესაძლებლობები.

Kavkaz Jazz ფესტივალი საქართველოში 2010 წლიდან ტარდება. პროექტი შეიქმნა როგორცმშვიდობის მატარებელი პლატფორმა სამხრეთკავკასიაში კულტურული დიალოგის განმტკიცებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა