იოჰანეს ჰანი - საქართველო მოწინავე ქვეყანაა განვითარებისა და ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით და ბოლო წლებში მიღწეული აქვს უზარმაზარი პროგრესი

საქართველო მოწინავე ქვეყანაა განვითარებისა და ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით და ბოლო წლებში მიღწეული აქვს უზარმაზარი პროგრესი, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მოლაპარაკებებისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსადმი ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერაზე, რომელიც მათ შორის არაერთი პროგრამის განხორციელებაში გამოიხატება, ასევე - ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებზე. ხაზი გაესვა ევროპული სკოლისა და საგანმანათლებლო სექტორის მნიშვნელოვან როლს.

რეგიონული განვითარების კონტექსტში განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ევროკომისარ ჰანის ინიციატივა, რომელიც ფოკუს-რეგიონების შერჩევასა და მათთვის, სპეციფიკიდან გამომდინარე, ახალი, დამატებითი პროექტების შეთავაზებას გულისხმობს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პოლიტიკურ პროცესებს.

მაია ცქიტიშვილისა და იოჰანეს ჰანის შეხვედრა ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა