ფოთში მერიის შენობასთან დაპირისპირება იყო, „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ცოცხები ესროლეს

ფოთში მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. შენობასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოითხოვნით აქციის გასამართად მივიდნენ. მათ ადგილზე „ქართული ოცნების” მხარდამჭერები მოხელეები დახვდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ცოცხები ესროლეს. ვითარება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ განმუხტა.

„მუნიციპალიტეტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი აქაა მობილიზებული. მშიშარა მთავრობა. გავაპროტესტეთ წართმეული არჩევნები და კი ხედავთ რა მდგომარეობაა. შენობა თავიდან ბოლომდე საჯარო მოხელეებით და პოლიციელებით არის სავსე. სულ რაღაც 30 კაცამდე მოვედით და მთელი საჯარო სივრცე აქაა მობილიზებული, არ გვაძლევენ პროტესტის გამოხატვის უფლებას, მოდიან პროვოკაციაზე“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი შამუგიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს