გედევან ფოფხაძე - ამ ეტაპზე, მგონია, რომ პარლამენტის პიკეტირება უფრო სწორი იქნება, ვიდრე ბლოკირება

ამ ეტაპზე, მგონია, რომ პარლამენტის პიკეტირება უფრო სწორი იქნება, ვიდრე ბლოკირება, რადგან შენობის ერთი შესასვლელი მაინც უნდა იყოს თავისუფალი პარლამენტის დეპუტატებისთვის და თანამშრომლებისთვის, - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს.

მისი თქმით, თუკი აქტივისტები ერთ თავისუფალ შესასვლელს მაინც დატოვებენ, ამით მათ საშუალება ექნებათ კორდონი გააკეთონ და რა ფორმითაც მოესურვებათ - სტვენით თუ ყიჟინით, ისე შეაცილონ პარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოში.

"ამ ეტაპზე, მგონია, რომ პიკეტირება უფრო სწორია, ვიდრე ბლოკირება. ბლოკირებისგან იმით განსხვავდება პიკეტირება, რომ პიკეტირების დროს პარლამენტის შემთხვევაში კეტავ ჭიშკრებს, მაგრამ ერთი კარი, ვთქვათ, უკანა შესასვლელი მაინც უნდა იყოს თავისუფალი თანამშრომლებისთვის და დეპუტატებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ კორიდორი. ამ პირობებში, შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით შეხვდნენ დეპუტატების შესვლას პარლამენტში - სტვენით, ყიჟინით, მაგრამ არ შეშვება, მგონია, რომ იქნება მიზეზი დამატებითი კონფლიქტის სახელისუფლებო სტრუქტურებთან. სპეცსამსახურებიც არაფერ შუაში არ არიან. ისინიც უნდა დავინდოთ ადამიანურად. მოქალაქეებიც ცოდო არიან, ამიტომ პიკეტირება ჩემი აზრით, არის უფრო სწორი ფორმა პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც, ვიდრე ბლოკირება ამ ეტაპზე", - აღნიშნა ფოფხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა