წყალტუბოში  „ნაცმოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრები მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოფისისთვის  ბოქლომის დადებას ცდილობდნენ

ხმაური იყო წყალტუბოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრები მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოფისისთვის ბოქლომის დადებას ცდილობდნენ. მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციამ საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომას აღარ ესწრებიან. წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ამბობს, რომ დილიდან ბიურო მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში იღებდა, თუმცა ოპოზიციამ პროვოკაცია სცადა. ვითარება სამართალდამცავებმა განმუხტეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ბიუროს სიმბოლურად მაინც „დააბოქლომებენ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო