აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ დევიდ ნორქვისტმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დევიდ ნორქვისტმა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა.

„აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და გამოიყენოს შესაძლებლობები ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა