ზაქარია ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ს საელჩოში შეხვედრა გამართა

პარლამენტის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში შეხვედრა გამართა.

როგორც ქუცნაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შეხვედრა საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერ ქრისტი მორდჰორსტთან შედგა.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში შეხვედრა დღეს, პოლიტიკურ დეპარტამენტში გაიმართა. შევხვდი პოლიტიკურ ოფიცერს. საუბარი შეეხო მიმდინარე სიტუაციებსა და პოლიტიკურ მოვლენებს. სამწუხაროდ, მეტს ვერ გეტყვით“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილის მიერ აშშ-ს საელჩოში შეხვედრის გამართვის შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს