აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი კვლავ ვერ აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი კვლავ ვერ აირჩიეს. პირველი კენჭისყრა უშედეგოდ დასრულდა, რადგან საკმარისი ხმების ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

განმეორებითი კენჭისყრა რამდენიმე წუთში ჩატარდება. ამ დროისათვის ბორდის წევრებმა შესვენება გამოაცხადეს.

რაც შეეხება კანდიდატებს, ესენი არიან: ნათია ზოიძე, ნათია შავაძე, გიორგი კოხრეიძე, დავით ჩხარტიშვილი, ფირუზ ბოლქვაძე, შოთა გუჯაბიძე, შოთა გურაბანიძე, ლაშა ზარგინავა, მაია მერკვილაძე და შოთა ზოიძე.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად კონკურსი შეჩერებული იყო. ტელევიზიის ბორდს კონკურსანტმა გიორგი კოხრეიძემ უჩივლა.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე ბორდის წევრებმა იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა