კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ბიზნეს ინკუბატორის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტის პროექტის -„ბიზნეს ინკუბატორი“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, პროექტის ავტორისა და მთავარი მენტორის მარიკა კლდიაშვილის ხელმძღვანელობით, ექვსთვიანი ბიზნეს ინკუბაცია რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა: განაცხადების წარდგენა; ბიზნეს იდეების შერჩევა და გუნდებად ჩამოყალიბება; ბიზნეს მოდელის Canvas გამოყენება; სხვადასხვა ტიპის კვლევების ჩატარება; Brand Book-ის ელემენტების შემუშავება; ბიზნეს იდეების პოპულარიზება სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის მეშვეობით; პროდუქტის მინიმალური ვერსიის შექმნა (MVP); ფინანსური გაანგარიშება; საუკეთესო გუნდების გამოვლენა.

პროექტის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ, ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ნინო ბარათაშვილმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მარინა გედევანიშვილმა.

პროექტის დასკვით ღონისძიებაზე, ფინალურ ეტაპზე გადასულმა 3 გუნდმა ბიზნეს იდეების პრეზენტაცია მოახდინა, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით კი გამარჯვება მოიპოვა ლიტერატურული კაფის - „ჰარმონია“ - შექმნის იდეამ, რომელზეც გუნდის წევრებმა მარიამ ღვინჯილიამ, ნიკა თურმანიძემ და დიანა ესართიამ იმუშავეს.

პროექტის გენერალური სპონსორი იყო სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, რომელმაც საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ფულადი პრიზებით დააჯილდოვა, ასევე პროექტის საუკეთესო გუნდებს საჩუქრები გადასცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.

დასკვნით ღონისძიებაზე ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია; სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ჯანდაცვის პროექტების კოორდინატორი ლაშა ვაშაკიძე; კომპანიის “Travel Guide" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გუჯა ნარიმანაშვილი; მხატვარი, დიზაინერი, მოდის სახლის „თინათინ მაღალაშვილი“ დამფუძნებელი თინათინ მაღალაშვილი; კომპანიის "Iko" დამფუძნებელი იკო ყიასაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა სტუდენტთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს