გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკორაიონის, ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების და მაისურაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV მიკრორაიონის, ფრანგულიანის და ორახელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II, IIა, III,IV ზონების(ნაწილობრივ), სოფელი ლისის, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება გივი კარტოზიას, მინდელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის(ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის(ნაწილობრივ), პეტრიწის და ბერაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა