აუდიტის სამსახური - 2017-2018 წლებში გორის მერიის თანამშრომლები საზღვარგარეთ 35-ჯერ იყვნენ მივლინებაში, რაზეც ბიუჯეტიდან 70 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა

2017-2018 წლებში, გორის მერიის თანაშრომლები საზღვარგარეთ 35-ჯერ იყვნენ მივლინებაში, რაზეც ბიუჯეტიდან 73.3 ათასი ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. აუდიტის ანგარიშის თანახმად, მივლინებიდან დაბრუნებულ არც ერთ თანამშრომელს არ აქვს წარმოდგენილი ანგარიში იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული შედეგები მიიღო მერიამ და როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტმა გამოიყენოს მივლინების შედეგად მიღებული ცოდნა სამუშაო პროცესში.

ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში, ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის მემორანდუმის გაფორმების მიზნით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების საზღვარგარეთ მივლინებებზე 27.8 ათასი ლარი, ხოლო სამეცნიერო-სასწავლო ხასიათის ღონისძიებებზე დასასწრებად - 13.2 ათასი ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ 11 შემთხვევაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა მივლინებების მიზანი იყო კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება, რაშიც მუნიციპალიტეტმა 32.3 ათასი ლარი დახარჯა.

"თუ რა მუნიციპალურ ინტერესებს ემსახურებოდა, რამდენად მიზანშეწონილი და გონივრულია ამ რაოდენობის მივლინება საზღვარგარეთ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრებად, აღნიშნულის შეფასება სცილდება აუდიტის სამსახურის მანდატს. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ამ მასშტაბის მივლინებებიდან, რა კონკრეტული შედეგი მიიღო მუნიციპალიტეტმა, მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურება. მივლინებული პირების მიერ არ არის მომზადებული ანგარიში მივლინების მიმდინარეობის, შედეგებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ",-აღნიშნულია ანგარიშში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა