მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე არჩილ თალაკვაძის იტალიაში ყოფნის თაობაზე - ნახევარი დღის განმავლობაში, თუნდაც თავის პირად საქმეზე ადამიანი სად წავა, მედიის განსჯის საგანი არ უნდა იყოს

ნახევარი დღის განმავლობაში, თუნდაც თავის პირად საქმეზე ადამიანი სად წავა, მგონია, რომ მედიის სასიუჟეტო განსჯის საგანი არ უნდა იყოს,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის იტალიაში, კომოს ტბაზე ყოფნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

მდინარაძის თქმით, მისთვის გასაკვირია აჟიოტაჟი, რომელიც ნახევარი დღის მანძილზე თალაკვაძის კაბინეტში არყოფნას უკავშირდება.

„ჩემთვის გასაკვირი იყო აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ არჩილ თალაკვაძე თურმე ნახევარი დღე თავის სამუშაო ოთახში არ იყო და შემდეგ სპეკულაციები კომოს ტბასთან დაკავშირებით. გუშინ დილით არჩილ თალაკვაძე თავის სამუშაო ოთახში იყო და დღეს დილითაც არჩილ თალაკვაძე იყო თავის სამუშაო ოთახში. ნახევარი დღის განმავლობაში, თუნდაც თავის პირად საქმეზე ადამიანი სად წავა, მგონია, რომ მედიის სასიუჟეტო განსჯის საგანი არ უნდა იყოს და ამას სპეკულაციები არ უნდა მოჰყვეს. არჩილ თალაკვაძეს არ უარყვია რაიმე კონკრეტული დეტალები და არ მგონია, რომ სპეკულაციები, რომ ადამიანი ნახევარი დღე სადღაც წავიდა-არ წავიდა, არ უნდა მოჰყვეს“,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის იტალიაში, კომოს ტბაზე მეგობრის იუბილეზე არ ყოფილა. არჩილ თალაკვაძემ კონკრეტულ ტელეკომპანიებს მიუთითა, რომ მათ სასაცილო და სიცრუეზე დაფუძნებული სიუჟეტი მოამზადეს. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ მედიასტანდარტი დაუწუნა და გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის კომოს ტბაზე კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა, კატეგორიულად უარყო.

საკითხს დღეს გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკიც, რომლის თქმითაც, არჩილ თალაკვაძე გუშინდელი რეისით დაბრუნდა საქართველოში. კანდელაკი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მასთან და გიგი წერეთელთან ერთად იმგზავრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა