ცნობილი შვედი ექიმი ულე ლინდვალი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ცნობილი შვედი ექიმი, ლუნდის უნივერსიტეტის ემირატუს პროფესორი, შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი ულე ლინდვალი განცხადებას ავრცელებს და ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„შოკისმომგვრელი და აღმაშფოთებელი იყო ჩემი ძვირფასი კოლეგის, ორთოპედ- ქირურგის, საქართველოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგების ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრების ამბის შეტყობა. ის არის გამოჩენილი ექიმი, რომელიც ცნობილია თავისი პროფესიონალიზმით და პაციენტებზე ზრუნვით. როგორც მისი დაკავება, ასევე წინასწარი ორთვიანი პატიმრობის მისჯა "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის" გამო, სრულიად მიუღებელია და, ამიტომ მოვითხოვ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“,-წერია ლინდვალის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა