„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის ტელევიზიის შენობასთან გვირგვინი მიიტანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან გვირგვინი მიიტანეს. როგორც მათ განაცხადეს, დღეს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში სიტყვის თავისუფლება მოკვდა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ხალვაში აცხადებს, აჭარის ტელევიზიას "ქართული ოცნების" აქტივისტი გიორგი კოხრეიძე მართავს.

"ამით მივანიშნებთ, იმას რომ აჭარის ტელევიზიაში დასრულდა თავისუფალი სიტყვა. „ქართული ოცნების“ აქტივისტი დაინიშნა აჭარის ტელევიზიის დირექტორად. დღეის შემდეგ აჭარის ტელევიზია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს გააშუქებს დადებით კონტექსტში",- განაცხადა გია ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდმა დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს