„ქუთაისის წიგნის ფესტივალი “ გაიმართება

23-24 ნოემბერს, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში „ქუთაისის წიგნის ფესტივალი გაიმართება“.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L“-დან აცნობეს, 23 ნოემბერს, 17:00 საათზე მკითხველს "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული ავტორები: თათული ღვინიანიძე, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ნანი მანველიშვილი შეხვდებიან. ღონისძიებაზე მკითხველს ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ლექსების კრებულს - "შავი ფურცელი" წარუდგენს.

დებიუტანტი ავტორი - ნანი მანველიშვილი კი წარადგენს რომანს - "ოდისევსის სინდრომი", რომელიც აფხაზეთიდან დევნილობასა და ემიგრაციას ეხება.

მოსულ სტურებს, ექნებათ შესაძლებლობა, დაუსვან კითხვები ავტორებს, აიღონ მათგან ავტოგრაფები და გადაიღონ ფოტოები.

„ძალიან გვიხარია, რომ წიგნის ფესტივალს ამჯერად ქუთაისი მასპინძლობს. წარმოდგენილი იქნება ჩვენი ახალი გამოცემები. სპეციალურად ამ დღისთვის გაკეთდება ფასდაკლებები, აქციები, სხვადასხვა სახის აქტივობები, სტუმრებს ელის ბევრი სიურპრიზი. ვფიქრობთ, რომ საინტერესო ორი დღე გამოვა და ყველას მოვუწოდებ შვილებთან ერთად, აუცილებლად გვესტუმროს ფესტივალზე“, - აცხადებს „პალიტრა L“- ის მარკეტიგნის ხელძღვანელი ანანო თავხელიძე.

ფესტივალი „ქუთაისის მერიისა“ და გამომცემლობა „პალიტრა L“- ის ორგანიზებით ტარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა