მეუფე გრიგოლი -  საბჭოთა კავშირის მარწუხებიდან ჯერ არ ვართ გამოსული

თითქოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენს გზას დავადექით, მაგრამ იმ მარწუხებიდან ჯერ არ ვართ გამოსული, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღამისთევის მსახურების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი შეფასებით, ქართული სახელმწიფოებრიობა მძიმე პერიოდს გადის.

„ქართული სახელმწიფოებრიობა ძალიან მძიმე პერიოდს გადის თავისი არსებობის ამ 30- წლიან პერიოდში. განსაცდელები საკამაოდ არის და ჩვენ ვსწავლობთ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ დეკლარირებულად, მაგრამ ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვართ შემდგარი და თავისთავად ცხადია ამ პროცესში ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. აქ იგულისხმება, როგორც საზოგადოების მდგომარეობა, ისევე ხელისუფლების. იგულისხმება როგორც შიდა საფრთხეები, ასევე გარე საფრთხეები და ამ ჭრილში ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი ქვენის განვითარებას რა თქმა უნდა, ხელს უშლის და წინ ეღობება ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც არის საზოგადოების დეზინფორმაცია.

მაშინ როდესაც ქვეყანა თავის განვითარების გზაზე დგას და ცდილობს გარკვეული რეფორმების გატარებას სხვადასხვა სფეროებში იმისთვის, რომ უფრო მეტი დაახლოება მოხდეს ღირებულებითად დასავლეთის სახელმწიფოებთან, აქ თავს იჩენს ისეთი დეზინფორმაცია, რომელიც დისკრედიტაციას ეწევა ზოგადად დასავლეთის, მათ შორის ეს ამერიკა იქნება თუ ევროპული სახელმწიფოები და მათ სახავს ბოროტების წყაროდ. ეს საფრთხეები მოდის სწორედ იქიდან, ვისაც აშინებს და აეჭვიანებს საქართველოს მომავალი თავისუფალი განვითარება. ჩვენ თითქოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენს გზას დავადექით, მაგრამ იმ მარწუხებიდან ჯერ არ ვართ გამოსული და გულდამშვიდებულები, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით ,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისი თქმით, საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მრავალი თემაა გამოყენებული.

„მათ შორის არის რელიგიური,ზნეობრივი მხარეები, მორალი. მე მიმაჩნია, რომ ესე ბრმად არ შეიძლება ამის მიღება და დაჯერება, თუმცა ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის მეტი ინფორმირებულობა და განათლებაა საჭირო. ცოტა გრძელვადიან პერპექტივაში იმ ტიპის რეფორმირებაა საჭირო განათლების სისტემაში, რომელიც ადამიანს არამხოლოდ სპეციალობას შეასწავლის, არამედ სააზროვნო უნარებს შესძენს. ანალიზის უნარს შეიძენს, რომ მან ისწავლოს გარჩევა იმ ინფორმაციის, რასაც იღებს საერთოდ და პირიქით როცა აღმოაჩენს, რომ ესა თუ ის ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და სიცრუეს წარმოადგენს, თვითონ უნდა იყოს ერთ-ერთი მამხილებელი ამისი. ამაში ალბათ უნდა იყოს აქტიურად ჩართული სხვადასხვა მედია საშუალება“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა