შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მცირე დაპირისპირება მოხდა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან „დაბოქლომების” აქცია გაიმართა. ადგილზე მისულ საინიციატივო ჯგუფის წევრებს 30-მდე სამართალდამცველი დახვდა. აქციის მონაწილეებმა ბოქლომი ბიძინა ივანიშვილის სახლის ღობეს დაადეს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

„აქ მოვედით, რომ „დაგვებოქლომებინა“. თითოული მისი ამ შენობიდან გამოსვლა იწვევს ქვეყანაში არეულობას, მინდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა, რომ მისი დრო დასრულებულია, მისი ხანა წასულია. გუშინდელი დღე იყო იმის ფაქტი, რომ მას ძალიან ეშინია. გამოიყვანა „ტიტუშკები” , ადმინისტრაციული რესურსი იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ჩვენი მშვიდობიანი აქციებისთვის. დღეს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია „დაბოქლომდა“. ხვალ ,,საინიციატივო ჯგუფი” „დააბოქლომებს“ ყველა ადმინისტრაციულ შენობას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ის არ მოცილდება საქართველოს.

ადგილზე მოსულებს დაგხვდა პოლიცია, ისინი იცავენ კერძო საკუთრებას და გვიშლიდნენ მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას. არ გვაძლევდნენ სტიკერების გაკვრის უფლებას და ამ ბოქლომის დამაგრებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა”, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის” წევრმა ანზორ გუბაევმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა