ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გიორგობის დღესასწაული  ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს

გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის კაპელანმა, მამა გიორგი წერეთელმა აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას მე-12 ბატალიონის მეთაური და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მიმდინარე წლის ნოემბრიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრესი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო