ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი გაუჩნდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ადმინისტრაციულ შენობას, სადაც ასევე სოფლის კლუბიცაა განთავსებული, ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურიდან აცნობეს, ხანძარი ლოკალიზებულია და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ბრიგადა მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

























