გორში ავარიის დროს დაშავებული ორი ადამიანიდან, ერთ-ერთის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთაგან ერთი 13 წლის ბავშვია. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული მამაკაცი და მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რეანიმაციული დეპარტამენტის ექიმის ინგა ელბაქიძის განცხადებით, იგეგმება პაციენტის გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა