14.07.2025 / 09:02
ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, სოფელ ტეზერთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან სამი “გორმედის” ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი “ევექსის” კლინიკაშია მოთავსებული.

დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ჩვენს კლინიკაში სამი დაშავებული შემოიყვანა. მამაკაცს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება და ასევე აქვს სხვა ტრავმული დაზიანებები. დაშავებულ ქალს ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ტვინის შერყევა დაუდგინდა. ერთ-ერთი პაციენტი კი 16 წლის მოზარდია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა მისი ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში, იაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყდა”, - განაცხადა ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა სოსო გელაშვილმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ