ქუთაისში, გაზეთ "უქიმერიონის" და საზოგადოება "ქუთაისელის" დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

24 ნოემბერს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში გაზეთ "უქიმერიონის" და საზოგადოება "ქუთაისელის" დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაში ადგილობრივი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

საიუბილეო საღამოს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან. საღამოს ორგანიზატორია იმერეთში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი თემურ ლანჩავა. საზოგადოება "ქუთაისელი" ქუთაისში 1990 წელს 30 წლის წინ დაარსდა და მისი პირველი პრეზიდენტი ლევან სვანაძე იყო, ბოლო ათი წელია კი საზოგადოებას მწერალი და საზოგადო მოღვაწე თეიმურაზ ლანჩავა ხელმძღვანელობს. ამავე წელს დაარსდა გაზეთი, "უქიმერიონი“, რომლის მთავარი რედაქტორი თეიმურაზ ლანჩავაა. გაზეთის რედკოლეგის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ ოტია იოსელიანი, ზურაბ კუხიანიძე, ლილი ნუცუბიძე, ასევე 1990 წელს თეიმურაზ ლანჩავა იმერეთის სამწერლო ორგანიზაციის რეგიონის თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს