ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი „დია“ გაიმართება

24 ნოემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართება.

კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია მოხდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან.

„ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები. მოეწყობა სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერკლასებში.

მოწყობა აგრო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება, მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ცალკე იქნება წარმოდგენილი ჩაის კუთხე.

ყველის სივრცეში მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველის პრეზენტაცია და დეგუსტაცია.

ტურისტულ სივრცეში გაიგებთ ბევრს ახალი მარშრუტების და ტურისტული ობიექტების შესახებ, ამ სივრცეში მასპინძლობას „სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია“ გაგიწევთ.

მოხდება იტალიელი მოგზაურის კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. შეგახსენებთ, რომ პალერმოს ბიბლიოთეკამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს კასტელის მასალების სრული ელექტრონული ვერსია გადასცა. ART სივრცეში წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ჩატარდება მასტერკლასები, გამოიფინება აგროტექნიკა.

ყველაზე ფერად საბავშვო სივრცეში დამონტაჟდება გასართობი ატრაქციები, გაიმართება საბავშვო კონცერტები, ანიმატორები იზრუნებენ პატარების გართობაზე, მოეწყობა კონტაქტური ზოოპარკი.

მთავარ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ფოლკლორული ანსამბლები. საღამოს დახურავს ბენდი „Yellow““, - ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მატივე ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალის სიმბოლო სამეგრელოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული სკულპტურაა, სადაც ცხენზე ამხედრებულ ქალს ერთ ხელში ყანწი მეორეში კი თოთო ბავშვი უჭირავს.

ღონისძიების პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სპონსორები არიან: საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია „m2“, ნენსკრა ჰიდრო, IFAD, აგრიჯორჯია, საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია, ოლამი, ნატს.ჯი, USAID-ის პროექტი ზრდა, ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, პეის ტერმინალი, მიდლიანი, წისქვილი ჯგუფი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: ემ ბი სი, ლაზიკა კაპიტალი, კრისტალი. საინფორმაციო მხარდამჭერები: POST-TV, მედიაჰოლდინგი kvira.ge, STV, რადიო ათინათი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა