ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დამთავრდა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 65 წელს გადაცილებულ ქალ მოჭადრაკეთა შორის შესანიშნავად ითამაშა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულმა და "საჭადრაკო ოსკარის" პირველმა მფლობელმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა მოაგროვა და და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ქართველი დიდოსტატი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა. დღეს, მე-11 ტურში პურევდორჯ ბუჯინლხამი (მონგოლეთი) დაამარცხა და ვეტერანებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ (1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018, 2019 წწ.) დაიმსახურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა