ავთანდილ დემეტრაშვილი - პლებისციტი უკვე ჩატარებულია - სახალხო ინიციატივით შესულ პროექტში 210 000 ამომრჩეველი უკვე ითხოვდა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას - თუ უმრავლესობას აქვს პოლიტიკური ნება, შეუძლია განიხილოს ეს პროექტი

აკაკი ზოიძეს უმრავლესობაში ავტორიტეტი აქვს და არ გამოვრიცხავ, რომ რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე დათანხმდნენ, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ აკაკი ზოიძის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითხოვს.

როგორც კონსტიტუციონალისტმა აღნიშნა, კანონმდებლობის მიხედვით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, როგორც რეფერენდუმის, ისე პლებისციტის ჩატარება შესაძლებელია, თუმცა მისი აზრით, ზოიძემ წინასწარი კონსულტაციები უნდა გამართოს უმრავლესობასთან და თანხმობა მიიღოს აღნიშნულის ჩატარებაზე.

ამასთან, როგორც დემეტრაშვილმა აღნიშნა, პლებისციტი ფაქტობრივად ჩატარებულია, როცა პარალმენტში სახალხო ინიციატივით შევიდა პროექტი, რომლის მიედვითაც 210 000 ამომრჩეველი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვდა. მისი თქმით, პარლამენტს შეუძლია სწორედ ამ პროექტის განხილვას დაუბრუნდეს.

„უნდა აღინიშნოს, რომ პლებისციტი უკვე ჩატარებულია. 210 000 ამომრჩეველი უკვე ითხოვდა პროპორციული წესით ჩატარებას. ვგულისხმობ, სახალხო ინიციატივის წესით შესულ პროექტს. პარლამენტს და უმრავლესობას თუ აქვთ პოლიტიკური ნება, შეუძლიათ დაუბრუნდნენ ამ პროექტს, განიხილონ და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ესეც ხომ ხალხის ხმა არის“, - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

მისი თქმით, პლებისციტის პარლამენტში ინიცირების უფლება პრემიერ-მინისტრს აქვს, რეფერენდუმის დანიშვნაზე კი პრეზიდენტიცაა უფლებამოსილი, თუმცა ორივეს ჩატრების შემთხვევაში, „საქმე პარლამენტამდე მიდის“.

„პლებისციტის ჩატარება არ არის ძნელი, მისი გამოცხადების უფლება აქვს პრემიერ-მინისტრს. მას შეუძლია ინიცირება მოახდინოს პლებისციტის, დაინიშნოს პლებისციტი. პლებისციტის გადაწყვეტილებას არ აქვს სავალდებულო ხასიათი, ეს არის რეკომენდაცია, მაგრამ ხალხის მიერ რეკომენდაციის გაცემა ძალიან ბევრს უნდა ნიშნავდეს. რაც შეეხება რეფერენდუმის ჩატარებას, მისი ჩატარება ცოტა რთულია. ის უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა და უფლებამოსილია პრეზიდენტი. ანუ შეუძლია არც დანიშნოს, მიუხედავად იმისა, თუ ქმედითუნარიანი სუბიექტები მიმართავენ მას, რომ დაინიშნოს რეფერენდუმი. მაინც ყველაფრის ჩატარება პარლამენტთან მიდის. იქნება ეს რეფერენდუმი, თუ პლებისციტი“, - განაცხადა დემეტრაშვილმა.

კითხვაზე, შედეგს გამოიღებს თუ არა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე პლებისციტის ჩატარება, მან განაცხადა, რომ კანონმდებლობაში არაფერი შეიცვლება, მაგრამ “ეს იქნება ხალხის ნება, რომ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“.

მისივე თქმით,, „ძნელია ვივარაუდოთ, მიიღებს თუ არა ხალხი პლებისციტში მონაწილეობას და რა უმრავლესობით იქნება გადაწყვეტილება მიღებული“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა