სასტუმრო „ლეონგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

სასტუმრო „ლეონგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ 24 ნოემბერი მძიმე დღეა როგორც ბათუმისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის.
„დღეს არის ძალიან მძიმე დღე როგორც ბათუმისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. იცით, რომ 2 წლის წინ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა, სამწუხაროდ, 11 ახალგაზრდა. ასევე, უნდა ითქვას, რომ პოლიციელებმა და მაშველებმა 100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენას შეძლეს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ ადამიანების ხსოვნისთვის და უსაფრთოების ნაწილში, უნდა ვიზრუნოთ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს“, - განაცხადა რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო "ველმონდში" (ყოფილ „ლეოგრანდში“) ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

























