ოპოზიციური პარტიების ლიდერები მორიგ შეხვედრას მართავენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მორიგ შეხვედრას მართავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, პაატა დავითაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებულ დეტალებს კიდევ ერთხელ გაივლიან.

მისივე განმარტებით, დღეს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრიბებიან და 19:00 საათიდან პარლამენტისკენ ფეხით მსვლელობას მოაწყობენ.

„მსვლელობა იქნება მშვიდობიანი. მოხდება მშვიდობიანი პიკეტირება. იქნება აქცია და გარკვეული სხვა მოქმედებები, რამაც უნდა აიძულოს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით წავიდეს გარკვეულ დათმობებზე, რომელიც აუცილებელია საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება ბიუროს დღევანდელ სხდომას, არ ვაპირებთ ბლოკირებას, იქნება პიკეტირება. ამ ეტაპზე სხდომა არ დაწყებულა. ორი დღეა პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები სწრაფ რეჟიმში და ამას ალბათ, გავახმაურებთ. განხილული იქნება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული გარკვეული ცვლილებები, “, - განაცხადა დავითაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა