მოძრაობა „გაბედეს" წევრებმა რესპუბლიკის მოედანზე საკანი დადგეს, რომელშიც სათამაშო ზებრა გალიის კიდეს ჯაჭვით მიაბეს

მოძრაობამ „გაბედე" პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართა. მოძრაობის წევრებმა ტერიტორიაზე საკანი დადგეს, რომელშიც, ბიძინა ივანიშვილის სურათი გააკრეს, ასევე მასში სათამაშო ზებრა მოათავსეს, რომელიც საკნის კიდეს ჯაჭვით მიაბეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ხალხის ნებას არ აასრულებს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით არ ჩატარდება, თავადაც საკანში აღმოჩნდება.

“დღეს შევუერთდებით მთავარ აქციას, განსაკუთრებით იმ განცხადების შემდეგ, რაც კალაძემ გააკეთა ივანიშვილის დავალებით. ეს გალია თავის ზებრასთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ფოტოთი დაიდგმება პარლამენტის წინ სიმბოლურად. დავდგამთ იმის სიმბოლოდ, რომ ბიძინა ივანიშვილს ელოდება ეს ბედი, თუ არ შეცვლის თავის ტაქტიკას და ახალგაზრდებთან ასე ცუდად თამაშს გააგრძელებს”, - განაცხადა „გაბედეს“ წევრმა მამუკა ჯუღელმა.

ამასთან, „გაბედეს“ წევრები მიმართავენ მოქალაქეებს, დღევანდელ აქციას შეუერთდნენ და “ბიძინა ივანიშვილის დიქტატურას” დაუპირისპირდნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო