„ნაცმოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ფოთიდან  თბილისში, პარლამენტთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოემართებიან

ფოთიდან , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები თბილისში, პარლამენტთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოემართებიან. ისინი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან.

,,ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, დავუბრუნოთ ქართველ ხალხს ის მონაპოვარი, რომელიც ახალგაზრდებმა თავიანთი სისხლისა და დათხრილი თვალების ხარჯზე მოუტანეს ქვეყანას. საუბარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე და პროპორციული არჩევნების შემოღებაზე. ხელისუფლებას გვინდა შევუქმნათ ყოველგვარი დისკომფორტი და ვაიძულოთ განახორციელონ ეს ცვლილება. დღეს, დაგეგმილია გრანდიოზული შეკრება და შემდეგ ვაპირებთ პარლამენტის შენობის ბლოკირებას, სადაც ხვალ, პლენარული სხდომა უნდა ჩატარდეს, რის საშუალებასაც არ მივცემთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხომერიკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა